HAG SHOW

გადაცემას „HAG SHOW” ქვია რადგან მისი წამყვანია HAG ბლოგერი და სოციალურ ქსელებში ცნობილი როგორ HAG.

გადაცემა მთლიანად ეძღვნება ქალებს, ქალების პრობლემებს, პირად ისტორიებს, გამოცდილებებსა და უბრალოდ რჩევებს. გადაცემა ემსახურება ქალების როლის ამაღლებას საზოგადოეაში.

სტუდიაში არის მხოლოდ წამყვანი, გადაცემას არ ყავს სტუმრები. გადაცემა მთლიანად აგებულია მსმენელის ზარებზე, მათ მოსაზრებებზე, პრობლემებზე, ისტორიებსა და რჩევებზე.

ყველა გადაცემას არჩეული აქვს თავისი კუთხე იმ ზოგადი თემიდან რომელსაც ქალები და ქალების პრობლემები მოიცავს. წამყვანი ზოგადად საუბრობს გადაცემის თემიდან გამომდინარე, ზოგად პრობლემებსა და ამ პრობლემის სხვადასხვა მიმართულებებზე.
გადაცემაში არის მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 10 ზარი (გამომდინარე იქიდან რამდენად საინტერესოდ ან/და ვრცლად საუბრობს მსმენელი).

გადაცემის მსვლელობისას რამდენიმე მსმენელის ისტორია ანუ ზარი გადაებმის ერთმანეთს ან/და წამყვანი აკეთებს კომენტარს, იქიდან გამომდინარე რამდენად არის ამის საჭიროება.

გადაცემაში უბრალოდ არ უსმენენ მსმენელს, არამედ წამყვანი შედის მასთან დიალოგში და ძალიან კონკრეტული კითხვების დასმითა და პრობლემაში ჩაძიებით ცდილობს მიიყვანოს მსმენელი იმ აზრამდე თუ რა არის რეალურად მისი პრობლემა.

წამყვანი ისე წარმართავს დიალოგს რომ მსმენელი თავად მიდის დასკვნამდე და თავად პასუხობს იმ კთხვებს რაც შესაძლოა მანამდე პასუხგაუცემელი იყო. გადაცემაში არის მსმენელების მხრიდან გულახდილი აღიარებები, გულახდილი საუბრები პრობლემებზე, საკუთარი გამოცდილების გაზიარებები, რჩევები სხვა ან წინა მსმენელის მიმართ და შეცდომების აღიარება.

ის რაც სჭირდება ქართველ ქალბატონებს აღიარონ პრობლემები და ხმამაღლა ისაუბრონ მათზე, სწორედ ამის საშუალებას იძლევა გადაცემა „HAG SHOW”.

წამყვანი არის ნეიტრალური პირი, რომელიც მხოლოდ კითხვებს სვამს დიალოგის დროს და სწორედ ამ კითხვებზე პასუხი ეხმარება მსმენელს ჩიხიდან გამოსავლის მოძებნაში.

წამყვანი არ ახვევს თავს მსმენელს საკუთარ ღირებულებებსა და მოსაზრებებს, თუმცა მათ გამოთქვამს და აღნიშნავს რომ ეს მისი აზრია. წამყვანი საუბრობს იმ ზოგად ღირებულებებზე რომელიც მიღებული და აღიარებულია. ეს ღირებულებები უკავშირდება ქალის უფლებებს, თავისუფლებებს, თანასწორობასა და პატივისცემას.

გადაცემის ბოლოს წამყვანი აჯამებს მსმენელების ისტორიებსა და პრობლემებს, გამოთქვამს საკუთარ აზრს გადაცემაში წამოწეულ პრობლემებთან მიმართებაში და აძლევს რჩევებს მსმენელებს.

გადაცემის ბოლოს არის „წარმატებული ქალების“ ვიქტორინა. ვიქტორინას აქვს პირობა. პირობა წარმატებული ქალების ისტორიებზეა აგებული, რომლებმაც ისტორია შეცვალეს. გამარჯვებული მსმენელი, რომელიც დარეკავს სტუდიაში და გასცემს სწორ პასუხს კითხვაზე იგებს პრიზს.

3 Responses to “HAG SHOW”

  1. islandglocke January 21, 2010 at 8:14 am #

    sainteresoa :) warmatebebi

  2. teenlive January 23, 2010 at 6:47 am #

    warmatebebi ** miyvars sheni blogi magrad

  3. 13thCinnamon February 24, 2010 at 2:09 pm #

    საინტერესოა. ეჭვი მაქვს, გაამართლებს.
    წამყვანს მაგარი ნერვები და ფსიქოლოგის background უნდა ჰქონდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.